ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფება სლოვაკეთის რესპუბლიკაში, ქ. ბრატისლავაში, სადაც სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის შეფასება: მიღწევები, პერსპექტივები და ვიშეგრადის ოთხეულის როლი – აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტისკენ“ მონაწილეობს.
საერთაშორისო კონფერენცია სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით იმართება.
კონფერენციის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული ჩარჩო: მიღწევები და პერსპექტივები“.
არჩილ ყარაულაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
24/10/2017