არჩილ თალაკვაძე NDI-ს პრეზიდენტს შეხვდა

24/02/2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა. შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, ასევე, მთავარი პოლიტიკური თემები და თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარემ NDI-ს პრეზიდენტს პარლამენტის მიერ რეფორმებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები და მიმდინარე სესიის პრიორიტეტებიც გააცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0