პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე USAID-ის მისიის დირექტორს საქართველოში, პიტერ ვიბლერს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და USAID-ს შორის არსებულ თანამშრომლობასა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამებზე ისაუბრეს. საუბარი, შეეხო პარლამენტის საქმიანობას და მნიშვნელოვან კანონპროექტებს. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური მხარდაჭერის პროექტებზე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო 2020 წელს უპრეცედენტოდ დიდ დაფინანსებას გამოყოფს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა USAID-ის განსაკუთრებულ წვლილს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ინსტიტუციური და ეკონომიკური განვითარების საქმეში და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
არჩილ თალაკვაძე საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
24/01/2020