არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად ქუვეითის პრემიერ-მინისტრ შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა

15/02/2019

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ქუვეითს შორის არსებულ ურთიერთობებზე, სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობებზე, სატრანსპორტო მიმოსვლასა და ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
უმრავლესობის ლიდერმა ქუვეითის პრემიერ-მინისტრს საკანონმდებლო და ეკონომიკური რეფორმები, ასევე, ბიზნესის წარმოების და საინვესტიციო გარემოს შესახებ საქართველოს საერთაშორისო რეიტინგები გააცნო. საუბარი შეეხო ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდთან თანამშრომლობის საკითხსაც.
ვიზიტში საპარლამენტო უმრავლესობიდან გოჩა ენუქიძე, სავალან მირზოევი და ილია წულაია, ხოლო საპარლამენტო უმცირესობიდან ირმა ნადირაშვილი მონაწილეობენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0