არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

12/03/2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელს, ტიტუს კორლატეანს, კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილეს, ბას კლეინს და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და დემოკრატიული რეფორმები განიხილეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართული პოლიტიკური დიალოგი და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეული კონსენსუსი იყო. კომიტეტის წევრები მიღწეულ შეთანხმებას დადებითად აფასებენ და მას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის წინგადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებენ. საუბარი ასევე, საარჩევნო კანონმდებლობაზე ეუთო/ოდირის რეკომენდაციებსა და სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღას შეეხო. არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა მონიტორინგის კომიტეტთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და მადლიერება გამოხატა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0