არჩილ თალაკვაძე და თამარ ჩუგოშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომლების დელეგაციას შეხვდნენ

03/10/2019

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მრჩეველთა დელეგაციას შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებს და საქართველოს პარლამენტსა და აშშ კონგრესს შორის თანამშრომლობას შეეხო. არჩილ თალაკვაძემ სტუმრებს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები და საკანონმდებლო სიახლეები გააცნო. შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების, ასევე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე არსებული საკითხების მიმართ დაინტერესება გამოხატა. სტუმრები დაინტერესდნენ ქვეყნაში გატარებული საკონსტიტუციო, საარჩევნო, ეკონომიკური და სასამართლო რეფორმებით.
როგორც კონგრესის თანამშრომლებმა განაცხადეს, ვიზიტის მიზანია ქვეყნის უკეთ გაცნობა, რაც კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის საქართველოსა და ამერიკის კონგრესს შორის ურთიერთობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0