არჩილ თალაკვაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს შეხვდა

31/01/2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილეს, ბონი გლიკს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და USAID-ს შორის თანამშრომლობის სექტორული მიმართულებები, მიღწევები და პრიორიტეტები განიხილეს. მხარეები მიესალმნენ USAID-ის ახალ პროგრამას, რომელიც ქალთა და ახალგაზრდების მეწარმეობის მხარდაჭერას ითვალისწინებს. შეხვედრაზე საუბარი ასევე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს შეეხო. არჩილ თალაკვაძემ ბონი გლიკს მადლობა გადაუხადა USAID-ის მიერ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0