არლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, სილვიუ დომენტესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ვიდეოკონფერენციის ფორმატში არჩილ თალაკვაძემ სილვიუ დომენტესთან COVID-19-თან დაკავშირებული ვითარება, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი და პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ეპიდუსაფრთხოების გეგმა განიხილა. პლენარული და საკომიტეტო სხდომების რეგულარობა, ასევე პარლამენტის შენობაში თანამშრომლების აქტივობა ეტაპობრივად გაიზრდება. თავდაპირველად თანამშრომლების მხოლოდ 25% იმუშავებს შენობაში, ხოლო 75% გააგრძელებს მუშაობას დისტანციურ რეჟიმში. ეპიდუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შენობაში გამოყენებული იქნება პერსონალური დამცავი საშუალებები, ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით, თერმოკონტროლი და სხვა ღონისძიებები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა წარმატებულად შეაფასა COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს ძალისხმევა და შედეგები. ასევე, ხაზი გაუსვა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ხელისუფლების მიერ გატარებულ ისეთ რეფორმებს, როგორიცაა საყოველთაო ჯანდაცვა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა, თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო რეფორმა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები.
არჩილ თალაკვაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა გამართა
20/05/2020