საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვიდეოკონფერენცია გამართა პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებთან და ფრაქციებთან. შეხვედრაზე ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და არჩევნებთან დაკავშირებული მთავარი საკითხები განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებს COVID19-თან დაკავშირებით, ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებზეც ესაუბრა. პარლამენტი საგანგებო სესიის ფარგლებში 22 და 23 აპრილს შეიკრიბება და იმსჯელებს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხზე, ასევე, განიხილავს იმ კანონპროექტებს და ხელშეკრულებებს, რომელიც პანდემიის პირობებში შექმნილი ვითარების გამო აუცილებელია.
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის წევრებთან ვიდეოკონფერენცია გამართა
20/04/2020