ომარ ნიშნიანიძე პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნა წინ გადადგმული ნაბიჯია.
,,არჩევნები შემოდგომაზე პირველად არ ჩაგვიტარებია. ძირითადში წინასაარჩევნო პერიოდი სულ ორი თვე გვქონდა, ახლა სამი თვეა და ეს წინგადადგმული ნაბიჯია. ვიცით ექვსი თვით ადრე, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატადება. ველოდი ასეთ არგუმენტირებულ პასუხს, რომელიც პრემიერ- მინისტრმა გააკეთა. საუბარიც კი გვქონდა ამაზე და დაახლოებით ვიცოდით, რომ 3 თვე იქნებოდა ვადა არჩევნებამდე. ვფიქრობ ეს ნორმალურია. სამი თვე არ არის ცოტა“ , – განაცხადა ნიშნიანიძემ.