არსებობს ძალიან ბევრი სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია აქტიურად ვითანამშრომლოთ

19/07/2016

საქართველოს პრეზიდენტმა სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტი შეაფასა და მას ქართულ-სლოვენიურ ურთიერთობებში ახალი ფურცელი უწოდა.

“მე მინდა გაცნობოთ, რომ სლოვენია ყოველთვის ძალიან აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ საკითხებზე, როგორიცაა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, მაგრამ მინდა ასევე მოგახსენოთ, რომ არსებობს ძალიან ბევრი სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია აქტიურად ვითანამშრომლოთ.
თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასთნ დაკავშირებით სლოვენიამ ვარშავის სამიტზევე გააკეთა განცხადება, არსებობს ეკონომიკურ,კულტურულ სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი.
შესაძლებელია თანამშრომლობა იმ დიდი გამოცდილების გაზიარებით, რომელიც ჩვენნაირი წარსულის მქონე ქვეყანას აქვს რეფორმირების და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.
მე, დავპატიჟე სლოვენიის პრეზიდენტი. იქნება საპასუხო მაღალი დონის ვიზიტები ჩვენ ქვეყანაში, რაც გააღრმავებს ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსაც და გააღრმავებს თანამშრომლობასაც საერთაშორისო არენაზე”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0