არის ინფორმაცია, რომ ცეზარ ჩოჩელი რაღაც თანხებს არიგებს

12/09/2016

გია ვოლკის განცხადებით, მცხეთაში მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატის, ცეზარ ჩოჩელის მიერ საარჩევნოდ თანხების ხარჯვის საკითხს შესაბამისმა უწყებებმა ყურადღება უნდა მიაქციონ. როგორც დეპუტატმა განაცხადა, ხალხში არის მოარული ხმები და არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ “იქ რაღაც თანხებს არიგებს“.

“ვერ წარმომიდგენია, იმის გამო, რომ იქ ჩოჩელი ფულს ხარჯავს, საზოგადოებამ დიმიტრი ხუნდაძის მონაცემების მქონე კაცზე უარი თქვას. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის ფულს უკანონოდაც ხარჯავს, მისი დაქვემდებარების ერთმა-ორმა კომპანიამ რაღაც ტრანზაქციებიც განახორციელა და ამაზე მისაქცევია ყურადღება. ხალხში არის მოარული ხმები და არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ იქ რაღაც თანხებს არიგებს“, – განაცხადა ვოლკიმ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0