არაშენდაში შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

Thursday December 21st, 2023

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ არაშენდაში შიდა საუბნო გზების ასფალტობეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, გზის სავალ ნაწილზე უკვე დაგებულია ასფალტის პირველი ფენა, ასევე მოეწყო სანიაღვრე არხები და ცხაურები, ამჟამად კი ასფალტობეტონის მეორე ფენა იგება. სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი ადგილზე გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ არაშენდაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 300 000 ლარს აღემატება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0