არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილება ხორციელდება

30/11/2021

„არასრულწლოვანებთან მიმართებაში არ შეიძლება ისეთივე სტანდარტებით და ფორმალური წესებით ხორციელდებოდეს მართლმსაჯულება, როგორც ფიზიკურ პირებთან მიმართებაში ხორციელდება“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც მან პირველი მოსმენით განსახილველად წარადგინა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.

მისი განმარტებით, კანონპროექტი აწესრიგებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ექსპერტთან და საგამოძიებო ექსპერიმენტში არასრულწლოვანის მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მისი თქმით, კანონპროექტის ძირითადი მიზანია ბავშვის ინტერესის დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება. მომხსენებელმა ისაუბრა წარდგენილი ცვლილების საფუძვლებსა და მიზანზე. მისი განმარტებით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არის საკანონმდებლო აქტი, რომლითაც სპეციფიკური მიდგომებიდან გამომდინარე განისაზღვრება არასრულწლოვანთან მიმართებაში მართლმსაჯულების განსხვავებული სტანდარტები, რომელიც განპირობებულია იმით, რომ არასრულწლოვნებთან მიმართებაში არც შიძლება ისეთივე სტანდარტებით და ფორმალური წესებით ხორციელდებოდეს მართლმსაჯულება, როგორც ფიზიკურ პირებთან მიმართებაში ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0