არასამთავრობო ორგანიზამ „ქალები სამართლიანობისათვის“ მუნიციპალიტეტში ტრენინგები გამართა

14/11/2017

სოფლად მცხოვრები ქალების საზოგადოებრივ – ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართვის თვალსაზრისით, არასამთავრობო ორგანიზამ „ქალები სამართლიანობისათვის“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ტრენინგები გამართა. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტრენინგები სხვადასხვა თემებზე „ქალთა ლიდერობა, ეფექტური კომუნიკაციები და უნარ – ჩვევები“; „საარჩევნო სისტემები, ადგილობრივი თვითმმართველობები“. პროექტი „ გენდერი და არჩევნები რეგიონებში“ გერმანული პოლიტიკური ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ტრენინგები იმერეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში ზესტაფონში, ბაღდადში და ტყიბულში ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0