არავისთვის ხელი არ დამირტყამს, რომელი რემბო მე მნახეთ

21/01/2016

დეპუტატი თამაზ მეჭიაური პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილისთვის ხელის დარტყმას არ ადასტურებს. “არავისთვის ხელი არ დამირტყამს. რომელი რემბო მე მნახეთ. გგონიათ ამხელა აქციას ხელით მარტო მოვერეოდი? საჭეც არავის ეკავა და რა უნდოდათ ისიც არ ვიცი”, – განუცხადა ჟურნალისტებს თამაზ მეჭიაურმა.
აღნიშნულ ინციდენტზე საუბრისას მან განმარტა ისიც, რომ პარლამენტმა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხი ისე უნდა გადაწყვიტოს, რომ არც რიგითი მოქალაქეები დაზარალდნენ და არც იმპორტიორები.
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დეპუტატ თამაზ მეჭიაურსა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება მოხდა. თამაზ მეჭიაურს, რომელიც პარლამენტში მივიდა, აქციის მონაწილეები სტვენით და შეძახილებით შეხვდნენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის მტკიცებით, აღნიშნულის გამო მას დეპუტატმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სახეში გაარტყა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0