დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა არაგვის დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებით. ჩეხეთის რესპუბლიკის ბუნების კონსერვაციის სააგენტოს წარმომადგენელმა, მიხაელ ჰოშეკმა პროექტის ფარგლებში “არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა“, ისაუბრა მუნიციპალიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ და დამსწრეებს წარუდგინა პროექტის კოორდინატორი – გაგა შეთეკაური.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, განხილულ იქნა ტყეების, ბუნებრივი რესურსების დაცვის და ადგილობრივი თემის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის საკითხები. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა ფშავ-ხევსურეთის ერონული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი – ვაჟა ჭინჭარაული.
აღნიშნული დაცული ლანდშაფტი მოიცავს ფშავის, პირიქეთა ხევსურეთის და გუდამაყრის ტერიტორიას, მისი მართვა და პროექტები ერთობლივად განხორციელდება მუნიციპალიტეტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, ჩეხეთის რესპუბლიკის ბუნების კონსერვაციის სააგენტოს ხელშეწყობით.
არაგვის დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
23/01/2019