ქობულეთის კულტური ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „ქობულეთმა“ მორიგი წარმატება მოიპოვა. სახალხო ანსამბლი ფონდ „ქართული გალობის“ რიგით მეოთხე დაჯილდოება-კონცერტზე კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ტრადიციული სიმღერის აღდგენა პოპულარიზაციისათვის დაჯილდოვდა. ანსამბლს ფულადი ჯილდო კომპოზიტორმა და დირიჟორმა ვახტანგ კახიძემ და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ გადასცეს.
ფონდი “ქართული გალობა” 2012 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა. ფონდის საქმიანობის მიზანია ქართული სიმღერა–გალობისა და ხალხური შემოქმედების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, აგრეთვე, ქართული ტრადიციული მუსიკის სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობა.
ანსამბლმა „ქობულეთმა“ მორიგი წარმატება მოიპოვა
09/06/2016