ანსამბლი „ზესტაფონი“ „ჩექ ინ ჯორჯია“ – ზე მეორედ წარსდგა

29/07/2016

კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ზესტაფონი“ „ჩექ ინ ჯორჯია“ – ს პროექტის ფარგლებში საკონცერტო პროგრამით ბათუმის ბულვარში უკვე მეორედ წარსდგა. ანსამბლმა პროექტში განმეორებით მიწვევა კულტურის სამინისტროსგან წინა კონცერტზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ მიიღო. „ზესტაფონს“ რეპერტუარში ხალხური სიმღერები, საეკლესიო საგალობლები და საცეკვაო ნომრები ჰქონდა წრმოდგენილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0