ანრი ოხანაშვილის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენის გადაწყვეტილება ძალიან დიდი უმრავლესობით იქნა მიღებული

04/02/2019

„ფასეულობები იყო ნამდვილად ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც ჩვენ მხარი დავუჭირეთ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურის წარდგენის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ანრი ოხანაშვილის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენის გადაწყვეტილება დიდი უმრავლესობით, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე იქნა მიღებული. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კანდიდატურას მხარი რამდენიმე დეპუტატმა არ დაუჭირა, რაც მისივე შეფასებით, „პერსონალური მომენტი“ იყო.

„ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას რამდენიმე დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი, ეს ცნობილია საზოგადოებისთვის. იქ იყო, პრინციპში, პერსონალური მომენტი. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, რომელიც უმრავლესობამ მიიღო და ძალიან დიდი უმრავლესობით მიიღო უმრავლესობამ ეს გადაწყვეტილება, ეს ეფუძნება, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმს, ობიექტური კრიტერიუმები ჰქონდა იმ ფასეულობებს და ფასეულობები იყო ნამდვილად ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც ჩვენ მხარი დავუჭირეთ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0