ანკარის საჯარო განცხადებები ნატოში ორი მოკავშირე ქვეყნის ურთიერთობას ზიანს აყენებს

Sunday July 17th, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თურქეთში მომხდარ ამბოხში მონაწილეობას უარყოფს. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, კერიმ განაცხადა, რომ ანკარას საჯარო განცხადებები ამასთან დაკავშირებით ზიანს აყენებს ნატოში ორი მოკავშირე ქვეყნის ურთიერთობას.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან საუბრისას კერიმ ვაშინგტონის წინააღმდეგ ასეთი სახის ბრალდებებს აბსოლუტური სიცრუე უწოდა.
მანამდე სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ამერიკაში მცხოვრებ ფეთჰულა გიულის თურქეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით საკითხის განსახილველად საჭიროა, ანკარამ წარმოადგინოს მისი მხრიდან კანონდარღვევის შესახებ მტკიცებულება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0