ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდგომ ანკარაში საქართველოს საელჩო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტრო ყურადღებით აკვირდება თურქეთში განვითარებულ მოვლენებს და ანკარაში საელჩოს მეშვეობით მუდმივ კონტაქტზე იმყოფება თურქეთის შესაბამის უწყებებთან.
“აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ტერაქტის შემდეგ ქვეყანაში მოქმედებს უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ ანკარაში საქართველოს საელჩოს და სტამბოლსა და ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოების ცხელ ხაზზე:
+90 (533) 690 30 40 – საელჩო ანკარაში;
+90 (541) 818 44 00 – გენ. საკონსულო სტამბოლში;
+90 (541) 326 22 26 – გენ. საკონსულო ტრაპიზონში.
სამუშაო საათებში ასევე შესაძლებელია ანკარაში საქართველოს საელჩოს და სტამბოლსა და ტრაპიზონში საქართველოს გენ.საკონსულოებთან დაკავშირება შესაბამის საქალაქო ტელეფონებზე: საელჩო: +90 312 491 80 34; სტამბოლში გენ. საკონსულო: +90 212 27002 61; ტრაპიზონში გენ. საკონსულო: +90 462 32 62 226”, -ნათქვამია განცხადებაში.