თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში, დედაქალაქ ლისაბონის ვიცე-მერს, ფილიპე ანაკორეტა კორეიას შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც აგრეთვე ესწრებოდა პორტუგალიაში საქართველოს ელჩი გიორგი მირცხულავა, განიხილეს გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის მიმართულების საკითხები. ასევე, საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. ლისაბონში ვიზიტისას მერის მოადგილე ურბანული, ეკოლოგიური და მდგრადი განვითარებისთვის აღჭურვილობის, პროდუქტებისა და სერვისების პროფესიულ გამოფენას დაესწრო.
ანდრია ბასილაია ლისაბონის ვიცე-მერს შეხვდა
23/03/2024