2016 წლის 2 მარტს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1249-ე შეხვედრაზე საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა კონსტანტინე კორკელიამ წარადგინა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეოთხე კვარტალური ანგარიში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. ანგარიში მოიცავს პერიოდს 2015 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კომიტეტს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ და ხაზი გაუსვა ამ ტერიტორიებზე ევროპის საბჭოს მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობას.
საკითხის ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა ევროპის საბჭოს 12 წევრი ქვეყნის დელეგაციის მიერ. მათ შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების გამო. ხაზი გაესვა აღნიშნულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეუფერხებელ შესვლის მნიშვნელობას.
ანგარიში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ
02/03/2016