ანგარიშების წარდგენის დასკვნითი შეხვედრები სოფლებში

Monday March 7th, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლების მაჟორიტარი დეპუტატების ანგარიშგების პროცესი დასასრულს უახლოვდება.
ამჯერად, სოფელ დვაბზუსა და ცხემლისხიდის ამომრჩევლებმა მოისმინეს თავიანთი რჩეული დეპუტატების შემაჯამებელი ანგარიშები.
ანგარიშების წარდგენას, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა ,რომელმაც თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი კვერღელიძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, მოსახლეობას თვითმმართველობის არსსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.
სოფელ დვაბზუს მაჟორიტარმა დეპუტატმა როზეტა სკამკოჩაიშვილმა პრეზენტაციის სახით ადგილობრივებს სოფელში განხორციელებული პროექტები წარუდგინა და ანალიტიკური მსჯელობის საგნად აქცია მისი, როგორც დეპუტატის განვლილი საქმინობა და სამომავლო გეგმები.
სოფელ ცხემლისხიდის მაჟორიტარმა ლალი სიჭინავამ კი დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ადგილობრივებს საკრებულოს უფლებამოსილებიდან დღემდე მის მიერ შესრულებულ ვალდებულებებზე, საანგარიშო პერიოდში მოსახლეობასთან შეხვედრებზე წამოჭრილ პრობლემებსა და სოცილაური, ინფრასტრუქტურული მიმართულებით განხორციeლებულ ღონისძიებებზე.
შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსახლეობამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დისკუსიის ფორმატში სოფელში მოსაგვარებელი პრობლემებზე ღიად ისაუბრა და მუნიციპალიტეტის გამგებლისგან მერაბ ჭანუყვაძესგან , რომელიც შეხვედრას მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა, პრობლემათა გადაჭრის გზებზე კონკრეტული წინადადებებიც მოისმინა.
პროექტის „მართე სახლიდან“ ფარგლებში შეხვედრების პირდაპირი ტრანსლირება ვებგვერდზე www.ozurgeti.org.ge მიმდინარეობდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0