ანა დოლიძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარდგა

17/10/2016

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ დღეს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარადგინა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინება 2017 წლისათვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკციცების შესახებ.
„ დღეს ჩვენ სხდომაზე გამოგვაქვს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება, რომ 2017 წლისათვის სამხედრო ძალების რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 37 000 კაცისა. სამხედრო ძალების რაოდენობა არ იცვლება წინა წელთან შედარებით და რჩება იგივე,“-აღნიშნა ანა დოლიძემ.
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა წარდგინება განიხილა და მას მხარი დაუჭირა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0