საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ლიტვის ელჩს საქართველოში გედრიუს პუოჯიუნას და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველს სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში ნერინგა ვაიშბროდეს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოსა და ლიტვას პროპაგანდისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით აქვს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და ლიტველმა დიპლომატებმა საკუთარი გამოცდილებების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ანა დოლიძე ლიტვის ელჩს და საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველს შეხვდა
13/05/2016