დღეს, ანაკლიაში ავტომოყვარულებში წყვილთა რბოლა – „პარნი“ გაიმართა.
რბოლა მომავლის ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც ავტომრბოლელები ერთმანეთს კლასების მიხედვით შეეჯიბრნენ.
წყვილთა რბოლაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულმა ავტომროლელებმა მიიღეს მონაწილეობა.
50-მდე ავტომრბოლელი “ფიგურულ სვლა ლომშიც“ შეეჯიბრა ერთმანეთს, რომელიც კლასების მიხედვით გაიმართა. ავტო შეჯიბრს ანაკლია უკვე მეორედ მასპინძლობს.
წყვილთა რბოლა GEM FEST-ის აქტივობების ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი “Western Drivers Club – სამეგრელო” და „მიცუბიში კლუბი საქართველოა“.
ანაკლიაში წყვილთა რბოლა გაიმართა
14/08/2016