ამ დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა აბაშის მუნიციპალიტეტიც დააზარალა. ადიდებულმა რიონმა სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულში კოდორე-ნატებეს მასივებში 350 ჰექტარი სახნავ-სათესი და 50 ჰექტრამდე საძოვარი დატბორა, ნაესაკოვოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კოდორში კი 45 ჰექტრამდე სახნავ სათესი მიწებია დატბორილი. ზარალია ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულშიც, სადაც მდინარე აბაშისწყალმა 100 ჰექტარამდე სახნავ-სათესი დატბორა. მდინარე ნოღელამ: ონტოფოს ადმინისტრაციულ ერთეულში – 110 ჰექტარი (75 ჰექტარი სიმინდი და 35 ჰექტარი საზამთრო), სამიქაოში – 20 ჰექტრამდე სიმინდის ყანები დატბორა.
დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტიც, კერძოდ: ქოლობნის ადმინისრაციული ერთეულის სოფელ ბულვანში არსებული სამანქანო ხიდი
ამ დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა აბაშის მუნიციპალიტეტიც დააზარალა
16/06/2017