ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ და წყნარ გარემოშ

22/05/2016

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მედიას 12:00სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა გააცნო. როგორც ცესკოს სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, გლდანში ამომრჩეველთა აქტივობამ 4,7% შეადგინა, გარდაბანში – 13,8%, კასპში – 20,3%, წყალტუბოში – 30,2%, ოზურგეთში – 26,7%, ხობში – 22,1%, ხოლო ზუგდიდში – 25,4%.

„ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ და წყნარ გარემოში“, – აღნიშნა ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ანა მიქელაძემ და ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა აქტიურობისკენ.
ცესკოს სპიკერმა ასევე გააკეთა განცხადება სატელევიზიო ეთერში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის მოწოდებას ეხება, – „გაჟღერდა, რომ ერთ-ერთ ოლქში მოხდა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალების – პლაკატების დაზიანება, აღნიშნული ფაქტი სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებას და კომპეტენცია ამ საკითხში აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას და მის წარმომადგენლობას. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მოვუწოდოთ თითოეულ საარჩევნო სუბიექტს და მოქალაქეებს თავი შეიკაონ არსებული სააგიტაციო მასალების დაზიანებისგან,“ – აღნიშნა ცესკოს სპიკერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0