„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ფარული ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებეს და აცხადებს, რომ მათი ამოცანა არჩევნების გზით ქვეყნისთვის „ამ სიბინძურის ჩამოშორებაა“:
„ამ პრობლემას, სიბინძურეს, ამაზრზენ ამბავს, ამ საფრთხეს ჩვენი ქვეყნის მიმართ ჰქვია სახელი და გვარი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი. ეს არის მისი საფირმო რეჟიმი, მას ჰგონია, რომ ამ მეთოდებით შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ჩვენი ამოცანაა, სიბინძურე ჩამოვიცილოთ არჩევნების გზით და შემდეგ რეალური რეფორმა ჩავატაროთ ამ სტრუქტურების მათ შორის სუს-ის გაუქმების“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.