ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, არჩევნების დანიშვის თაობაზე მთავრობის მიერ პრეზიდენტის განკარგულებაზე უარის თქმა, სახელისუფლო შტოების არაკოორდინირებულ მუშაობას ადასტურებს. როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე გაჟღერდა, სამართლებრივი კაზუსის გამოსწორების მცედელობაა. რეალურად კი, დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის განკარგულების გამოქვეყნება და წინასაარჩევნო რეჟიმის გამოცხადება, შეზღუდავდა ხელისუფლებას, განეხორციელება ის, რასაც შეიძლება ამომრჩევლის განწყობაზე მოეხდინა ზემოქმედება.
”ამის მიუხედავად, როცა არ უნდა გამოცხადდეს წინასაარჩევნო კამპანია, ამომრჩეველი გადაწყვეტილებას მაინც იმ პრობლემების გათვალისწინებით მიიღებს, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში დაგროვდა. ეს ბოლო რამდენიმე წელი კი დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ უმოქმედობასთან ” – განაცხადა ჩიქოვანმა.