ამომრჩეველთა 70% ხმას აძლევს გაზულუქებულ ავაზაკებს

16/06/2016

მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

“საინტერესო ფენომენია ქართველ ამომრჩეველთა 70%. ხმას აძლევს იმ გაზულუქებულ ავაზაკებს, რომლებმაც მათ ფული მოპარეს, ქონება მიითვისეს, ხალხის ქურდობის ხარჯზე მილიონრები გახდნენ და მათზე მოპარული ქონებიდან საარჩევნოდ მცირე წილს გადმოუგდებს, 50-50 ლარს დაურიგებს, ასფალტს დაუგებს და ა.შ. ხოლო იმ პატიოსან პოლიტიკოსებს, რომელთაც არც ფული მოუპარავთ, არც ქონება მიუთვისებიათ, რომლებიც პატიოსნად ხალხისთვის იღვაწებენ ხმას არ აძლევს და იგნორირებას უკეთებს. გახდება შემდეგ ეს ქურდაბაცაცა დეპუტატი, დაიკიდებს ხალხს, ფულის მოპარვას გააგრძელებს და დაიწყება წუწუნი გვიჭირს, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს და ა.შ.კარგო ადამიანებო!!! კაცი რომ სახლიდან ძვირფასეულობას მოგპარავს, შემდეგ შენივე ქონებიდან ძვალს გადმოგიგდებს და მას ხმას მიცემ, შენს პატრონად აქცევ, ის მონად რომ გაქცევს არ უნდა გაგიკვირდეს. მიეცით ხმა იმათ ვისაც თქვენი ქონება არ მოუპარავს და ვინც თქვენი წრისაა!!!!!წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ავაზაკების კასტის მონობა კიდევ 4 წელი გარანტირებული გვექნება!!!!!!”- აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0