ამერიკული სამხედრო გამოცემა: პატარა საქართველოს ავღანურ მისიაში მეორე უმსხვილესი კონტიგენტი ჰყავს

Tuesday January 5th, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ამერიკის უმთავრესი სამხედრო გამოცემა „Stars and Stripes“ სტატიას სათაურით – „მცირე ერები ავღანეთის მისიაში დიდ როლს თამაშობენ“ აქვეყნებს.

სტატიის ავტორი ჰიტ დრუზინი ყურადღებას საქართველოსა და სამშვიდობო მისიაში მის წვლილზე ამახვილებს.

„პატარა საქართველოს ნატო-ს ავღანურ მისიაში ამერიკის შეერთებულ შტატების შემდეგ, მეორე უმსხვილესი კონტიგენტი ჰყავს – უფრო მეტი, ვიდრე ბრიტანეთს, გერმანიასა და იტალიას“, – წერს სტატიის ავტორი.

„Stars and Stripes“-ი ქართველი ჯარისკაცების იმ დიდი როლის შესახებ წერს, რომელიც მათ ავღანეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში შეაქვთ.

„მივესალმებით ქართველი ჯარისკაცების უმნიშვნელოვანეს ღვაწლს. საქართველოს, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით, ხუთ მილიონს შეადეგს, ავღანურ მისიაში 870 ჯარისკაცი ჰყავს, მაშინ, როცა რუმინეთი მისიაში 650 ჯარისკაცით მეხუთე უმსხვილესი კონტრიბუტორია. მონღოლეთი კი, ავღანეთში 120 მებრძოლით არის წარმოდგენილი“, – ნათქვამია სტატიაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0