საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი (Vice President Mike Pence) ეწვია. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და მის მეუღლეს, კარენ პენსს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მისი მეუღლე, მაკა ცინაძე დახვდნენ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მის მეუღლეს და აშშ-ის დელეგაციის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით იმყოფება. ვიზიტი ხორციელდება მაიკ პენსის პირველი ევროპული ტურნეს ფარგლებში.
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი თბილისს ესტუმრა
31/07/2017