ამბროლაურში შემოსასვლელის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

07/06/2021

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ამბროლაურში ქალაქის შემოსასვლელის კეთილმოწყობა და დასუფთავება მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაო პროცესში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა პირადად მიიღეს მონაწილეობა. «გადმოსახედზე» ხორციელდება ინფრასტრუქტურის განახლება, კერძოდ იღებება არსებული კონსტრუქცია, მოაჯირები, სკამები. სუფთავდება მიმდებარე ტერიტორია და მიმდინარეობს ნაგვის ურნების განახლება. ასევე უნდა მოხდეს ტერიტორიის გამწვანება. ქალაქის იერსახის მოწესრიგებისთვის საჭირო სამუშაოები პერიოდულად სხვადასხვა ტერიტორიაზე განხორციელდება. გთხოვთ გავუფრთხილდეთ ჩვენს მხარეს და ერთად ვიზრუნოთ მის სისუფთავესა და სილამაზეზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0