ამბროლაურში ტრადიციული ,,ალილო” მოეწყო

07/01/2019

შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, ქ. ამბროლაურში ტრადიციული “ალილო” მოეწყო. მლოცველებმა ალილოს სიმღერით შემოიარეს ქალაქის ქუჩები და სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახების დასახმარებლად შემოწირულობები შეაგროვეს. ალილოს მონაწილეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული საჩუქრებით და ტკბილეულით მიულოცეს სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ. შობის ამ ფორმით აღნიშვნის ტრადიცია საქართველოში უძველესი დროიდან არსებობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0