ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის პირველი ფესტივალი გაიმართა

25/06/2022

ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის პირველი ფესტივალი გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე ესწრებოდა. ფესტივალზე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის 65 დიდი, საშუალო და მცირე მარანი იყო წარმოდგენილი, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ, საკუთარი პროდუქცია წარედგინათ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისთვის, ფესტივალზე მოწვეული ევროპელი იმპორტიორებისა და ქართველ ექსპორტიორებისთვის.

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმატებით ახორციელებს 2013 წელს დაწყებულ მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პოლიტიკის; შედეგი სახეზეა: ათასობით ჰექტარი ახლდაგაშენებული ვენახები საქართველოს მაშტაბით, ღვინის მწარმოებელი ათობით ახალი კომპანია. დღეის მდგომარეობით, 236 ღვინის კომპანია ოპერირებს ევროპულ და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე. ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია შედეგია; ქართული ღვინო მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება”, – იური ნოზაძე

Tweet about this on TwitterShare on Facebook0