ამბროლაურში, „გემო ფესტი“ მიმდინარეობს

27/08/2022

რაჭაში, ქ. ამბროლაურში, „გემო ფესტი“ მიმდინარეობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის ფარგლებში ფესტივალი ამბროლაურში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე პარკში 26 და 27 აგვისტოს იმართება. ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ რაჭული და ლეჩხუმური კერძები. ფესტივალზე წარმოდგენილია ადგილობრივი ღვინო, სამეწარმეო ბაზარი, მუსიკალური და გასართობი სივრცეები. ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ტარდება.
პროექტის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრო-ტურიზმის განვითარება. ფესტივალის მონაწილეების მოძიებასა და მომზადებაში ჩართულები არიან: სოფლის განვითარების სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია და გასტრონომიული ასოციაციები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0