ამბროლაურში ახალი აეროდრომის მშენებლობა მიმდინარეობს

14/09/2016

ამბროლაურში აეროდრომის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი ტერმინალისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობა 2016 წლის ბოლომდე იგეგმება. აეროდრომი თავდაპირველად 20 მგზავრზე იქნება გათვლილი, თუმცა მომავალში საშუალო ზომის თვითმფრინავებსაც მოემსახურება.
14 სექტემბერს სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელ ქეთი ალექსიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აეროდრომზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ახალი აეროდრომის მშენებლობა მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ტურიზმის განვითარებას რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში და ხელს შეუწყობს მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას.
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და შპს ,,კომპანია ბლექსი გრუპს“ შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად პროექტის ღირებულება 6 364 464 ლარს შეადგენს. აეროპორტის მშენებლობაზე უკვე 70–მდე ადამიანია დასაქმებული, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი 40–მდე მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0