ამბროლაურის მუნიციპალიტეტშუ ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

21/06/2016

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ნამანევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თხმორში რეაბილიტაცია გაუკეთდა “თეთრღელეზე” გადასასვლელს, ხოლო “შავღელეზე” გადასასვლელი კაპიტალური ხიდის მშენებლობა ეხლა მიმდინარეობს. “თეთრღელეზე” გაიწმინდა ღელის კალაპოტი, შეივსო ქვა-ღორღით და მოიხრეშა წმინდა ხრეშით. თეთრღელეზე გადასასვლელი მთლიანად გაუვალი იყო, რაც ძალიან დიდ პრობლემებს უქმნიდა სოფელი თხმორის მოსახლეობას, დღეის მდგომარეობით გადასასვლელი მთლიანად გამავალია.
“შავღელეზე” ძველ ბოგირს მთლიანი დემონტაჟი გაუკეთდა და დაიწყო ახალი 10 მეტრიანი ბოგირის მშენებლობა.ბოგირის ქვეშ გაკეთდა გაბიონები, რომლის საერთო მოცულობა 75 მეტრ/კუბია.”შავღელეზე” გადასასვლელი ბოგირი გოგელაშვილების უბანს აკავშირებს სოფლის ცენტრთან. პროექტის ღირებულება 15000 ლარია.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ლომთაძემ მის მოადგილესთან ნიკოლოზ კენჭაძესთან და გამგეობის სხვა თანამშრომლებთან ერთად აღნიშნული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0