ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება

16/02/2023

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან დაიწყო ბოსტანა, გენდუში, ჟოშხის მიმართულებით. ასევე, სამუშაოები მიმდინარეობს თხმორი, ზნაკვა, მოტყიარის და კრიხი, სხვავა, ფუტიეთის მიმართულებით. შესაბამისი ტექნიკით გაიწმინდა ქალაქის ცენტრალური და შიდა საუბნო გზები, დაიყარა ტექნიკური მარილი. ადგილზე იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ზალკალიანი და მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით გოგლიძე. სამუშაოებს შპს “ამბროლაურის სერვის-ცენტრი” ახორციელებს. თოვლწმენდის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეტაპობრივად კვლავ გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0