ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 12 ამბულატორიის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სოფლებში: ხიდიკარში, ჭყვიშში და ჭრებალოში სასოფლო ამბულატორიების მშენებლობის დასრულებულ სამუშაოებს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ადგილზე გაეცნენ. 2019 წელს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში აშენდა 4 ახალი ამბულატორია და მოხდა 8 არსებული ამბულატორიის რეაბილიტაცია, ღირებულებით 425 200 ლარი.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 12 ამბულატორიის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
22/01/2020