ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლების სადმელისა და ბოსტანის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს

Thursday November 28th, 2019

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლების სადმელისა და ბოსტანის საბავშვო ბაღებს ესტუმრნენ. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბავშვებს საჩუქრად ჰუმანიტარული დახმარების სახით, საბნები გადასცეს, რომელიც მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულის ინიციატივით, ასოციაცია “ირისე”-მ და ახალგორის მუნიციპალიტეტმა სამხარეო ადმინისტრაციას გადასცა. არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ეს არის თანამშრომლობის კარგი მაგალითი სამხარეო ადმინისტრაციებს შორის და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს მაღალმთიანი რეგიონის მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0