„ამბასადორიალი 2017“-ზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე იმსჯელეს

20/07/2017

დღევანდელი შეხვედრების ფარგლებში, „ამბასადორიალი 2017“-ზე გაიმართა სამუშაო სესია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. გარდა ამისა, მონაწილეებმა იმსჯელეს ევროპულ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების შესახებ.
პანელს მოდერაციას უწევდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.
შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირთან და მის ცალკეულ სახელმწიფოებთან თანამსრომლობის საკითხები და სამომავლო გეგემები. ელჩებთან ერთად განისაზღვრა სამომავლო მოქმედების გეგმები, როგორც ორმხრივ, ასევე ევროპული ინტეგრაციის პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბრიუსელის სამიტს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0