ალტერნტაიული სერვისების განვითარებაზე საერთაშორისო ორგანიზაციები და ბიზნესის წარმომადგენლები იზრუნებენ

15/06/2016

დღეიდან ალტერნტაიული სერვისების განვითარებაზე, სახელმწიფო უწყებებთან ერად, საერთაშორისო ორგანიზაციები და ბიზნესის წარმომადგენლები იზრუნებენ. ისინი აქტიურად ჩაერთვებიან, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე.
რეფორმისა და ახალი ინიციატივების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, სამინისტროს სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო ოდიშარია, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი საშა გრაუმანი და დეველოპერული კომპანია M2 -ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე შეხვდნენ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.
რეფორმის გატარებაში სახელმწიფოს გაეროს ბავშვთა ფონდი „UNICEF” ეხმარება, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს “USAID”-ის დახმარებით 2016 წლის ბოლოსათვის სახელმწიფოს გადასცენ მცირე საოჯახო ტიპის სახლი, რომელიც ადაპტირებული და სრულიად მორგებული იქნება შშმ ბავშვთა საჭიროებებზე. ამ სახლში განთავსდებიან ის ბავშვები, რომლებიც ამ ეტაპზე სახელმწიფო მზრუნველობაში არიან და ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ჩვილ ბავშვთა სახლში ცხოვრობენ.
დღესდღეობით ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა სახლში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 59 ბავშვი ცხოვრობს და სახელმწიფოსაგან ყველა საჭირო სერვისს იღებს. „UNICEF“-ისა და კომპანია M2-ის დახმარებით შესაძლებელი იქნება მათი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, ბავშვების განვითარებაზე ინდივიდუალური ზრუნვა, ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაცია და განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა. კომპანია M2 ვალდებულებას იღებს დააფინანსოს შშმ ბავშვთათვის განკუთვნილი მცირე საოჯახო სახლის მშენებლობა და ამ პროექტში საკმაოდ სოლიდური თანხა ჩადოს. სპეციალურ მემორანდუმს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დეველოპერულ კომპანია M2-ს შორის ხელი უახლოეს პერიოდში მოეწერება. წინასწარი შეთანხმებით კომპანია უზრუნველყოფს მშენებლობის ხარჯებს, მცირე საოჯახო ტიპის სახლი კი მზად 2017 წლის დასაწყისში იქნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0