საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ალპანა-ჭრებალოს მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ამსახველ ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–ალპანა–მამისონის უღელტეხილის ალპანა–ჭრებალოს 18 კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ50-კმ70) რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRP III) ფარგლებში ხორციელდება.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მდ. რიონის მარცხენა სანაპიროზე და გაივლის 12 სოფელს: ალპანა, აჭარა, ზოგიში, ცაგერა, ზემო საირმე, ქვემო საირმე, ჭრებალო, ზედა ღვარდია, ქვედა ღვარდია, ზედა ჭყვიში, ჭყვიში, ქვიშარი.
პროექტით გათვალისწინებულია: გზის საფარის აღდგენა და ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა; ხელოვნური ნაგებობების, მათ შორის მონაკვეთზე არსებული რკინა-ბეტონის ხიდის რეაბილიტაცია; გაბიონების, ბეტონის საყრდენი კედლების, კიუვეტების, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობა; ასევე, განხორციელდება გზის შემოფარგვლა, ტროტუარების, საგზაო ნიშნების, ქვეითად მოსიარულეთა ხელოვნური ბილიკების, ავტოპავილიონებისა და ავტობუსის გასაჩერებელი მოედანის მოწყობის სამუშაოები.
ამ დროისათვის, მიწის, ხელოვნური ნაგებობებისა და ასფალტ-ბეტონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს:
პროექტის ღირებულება 10 142 652 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2017 წელს დასრულდება.
ალპანა-ჭრებალოს გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
01/09/2016