ალექსანდრე ჯეჯელავა მასწავლებლებთან შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით აგრძელებს. დღეს, მინისტრი შიდა ქართლის რეგიონის, კერძოდ, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრა გორის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ზოგადი განათლების მნიშვნელოვან საკითხებზე, სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებზე. შეხვედრის ბოლოს ალექსანდრე ჯეჯელავამ მასწავლებლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.