ალექსანდრე ჯეჯელავა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო

05/08/2017

საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის ინაუგურაციას დაესწრო. ალექსანდრე ჯეჯელავამ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მინისტრთან, ასევე, ირანის ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლების მინისტრთან გამართა შეხვედრა.

შეხვედრაზე, მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე, სტუდენტების, პროფესორებისა და მეცნიერების გაცვლასა და დიპლომების აღიარების საკითხებზე იმსჯელეს. ამ მიზნით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0