ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველყოფისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უწყებასთან, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებთან როგორც საქართველოში ისე, საზღვარგარეთ. ფესტივალის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხზე მსჯელობის, მხარდაჭერისა და დამატებითი რესურსების მოძიების მიზნით, მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ბიზნეს სექტორისა და იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, ვინც სამეცნიერო/ინოვაციური მიმართულებით წარმატებულია. ამ კომპანიებს გარდა მატერიალური მხარდაჭერისა, თავადაც ექნებათ შესაძლებლობა ფესტივალზე წარმოადგინონ თავიანთი მიღწევები.
ალექსანდრე ჯეჯელავა ბიზნეს სექტორისა და იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
14/08/2016